დღეს ჭუბერში საერთო სასვანეთო კრება “ლალხორი” ჩატარადა, რომელსაც მესტიის რაიონის სხვადასხვა თემის წარმომადგენელები და თბილისიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჭუბერში, ცოტნე გამსახურდიაც იმყოფებოდა. კრების მონაწილებმა ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, თუ ჰესების მშენებლობის შესწავლა არ მოხდება და ხალხის აზრს ანგარიშს არ გაუწევენ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
„ეს ქვეყნისა და სვანეთის დამანგრეველი პროექტებია. საუბარი ხუდონსა და ნესკრაზეა, რომლებიც სვანეთის დატბორვასა და ამ სამოთხის დანგრევას გამოიწვევს. ხალხი მოითხოვს, კველაფერ ამის გაკეთება შეწყდეს. ხელისფლება, კომაპანიები და მათი კონტრაქტორეი შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას , რომ თითქოს ეს ხალხი კომპენსაციაზე ვაჭრობს. არადა, ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მიწა-წყალს იცავს. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, მტკიციბულებებით გამყარებული, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყოველგვარი გეოლოგიური, სეისმური, სოცილაური და ეკონომიკური დასაბუთების გარეშე ხორციელდება ეს პროექტები მავანის ინტერესების დასაყმაკოფილებლად. არავინ დაგაჯეროთ, რომ ამას ქვეყნის ინტერესებთან რამე საერთო აქვს,“ – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.