(video) ,,ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცი“ კიწმარიშვილის სახლთან – პროკურატურა ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ პირის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს, რომლის იდენტიფიცირებაც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების თქმით საგამოძიებო უწყებამ არასათანადოდ მიიჩნია.

უწყების განცხადებით აღნიშნული მამაკაცი შეუჩერებლად გვერდს უვლის ეროსი კიწმარიშვილის კორპუსს მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა და შეუჩერებლად გადის ჭავჭავაძის გამზირზე.
„ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის“ გადაადგილებას ეროსი კიწმარიშვილის კორპუსთან. გამოძიებით დადგენილი ფაქტია, რომ კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებულ კამერაში ჩანს 2014 წლის 15 ივლისს (ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღე) როგორ გადაადგილდება შავ სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კორპუსის მიმდებარედ, ისე, რომ შეუჩერებლად გვერდს უვლის კორპუსს და გადის ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ პირის გადაადგილება დაფიქსირებულია 14:39 საათზე, მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.”- აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირს რადიკალურად შეცვლის
შემდეგი სტატიაFox News-მა შეცდომით ბრიტანეთის გაეროდან გამოსვლაზე აცნობა “ტვიტერის” მომხმარებელს