ჩრდილოეთ კორეის ელჩი: “ტრამპის იდეა კიმ ჩენ ინს შეხვდეს, ბოდვაა”

ჩრდილოეთ კორეის ელჩი: ტრამპის იდეა კიმ ჩენ ინს შეხვდეს, ბოდვაა

გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენელმა სო სე პხენმა, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის იდეას, შეხვდეს ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, გამარჯვების შემთხვევაში, “პროპაგანდა ან წინასაარჩევნო რეკლამა” უწოდა -წერს  Reuters-ი.
“ეს მხოლოდდამხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად არის განკუთვნილი. თავისებურ პროპაგანდაა, ან რეკლამა. არანაირი აზრი არ დევს ამაში, არ დევს გულწრფელობა” – თქვა დიპლომატმა.
მისი აზრით, ყველა შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეხვდება თუ არა ტრამპს, თვითონ გადაწყვეტს. ამასთანავე, რესპუბლიკელის სურვილს მან “ბოდვა” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია.

banner
წინა სტატიაშიიდომენის ბანაკიდან საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების ევაკუირება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების შესაძლოა, უახლოეს საათებში დააკავონ