ჩრდილოეთ კორეის აფეთქება ტექნოგენურად მიიჩნიეს

ჩრდილოეთ კორეის აფეთქება ტექნოგენურად მიიჩნიეს

ჩრდილოეთ კორეის აფეთქება ტექნოგენურად მიიჩნიესატომური გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციამ ჩერდილოეთ კორეაში მომხდარი აფეთქება ტექნოგენურად შეაფასა – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლასიბო ზებრომ.
თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა ეს ატომური იარაღი.
ორგანიზაციამ აღნიშნა ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიც იყო მიწისძვრა. ახლა ისინი რადიოაქტიური ნაწილაკების ჰაერში გაბნევას ელოდებიან, რაც მათ აფეთქების მიზეზების გამოკვლევაში და იმის დადგენაში დაეხმარება, ფხენიანის განცხადება წყალბადის ბომბის შესახებ იყო თუ არა მართალი.
ზებროს განცხადებით, ატმოსფეროს ანალიზს დაახლოებით 50 დღე დასჭირდება.

ფხენიანის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორნმაციის თანახმად, მათ წყალბადის ბომბი გამოსცადეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საერთაშორისო მარაგი მახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფო თვითმფრინავების გასანადგურებელ რაკეტებს ქმნის