ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციაზე მომუშავე გაერო-ს სამმართველო იტყობინება.
გაერო აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისგან მიღებლ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტიქიის შედეგად დაკარგულად 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება. 100 ათასზე მეტი ადგილობრივი კი უსახლკაროდ არის დარჩენილი.
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აგვისტოს ბოლოდან გრძელდება.
დატბორილია გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ჩრდილოეთ კორეის ხლეისუფლებამ სტიქიის ზონაში სამხედროები გაგზავნა. ფხენიანის განცხადებით,ამჟამინდელი წყალდიდობა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.