ჩრდილოეთ კორეაში რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა

ჩრდლოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, როემლიც წარუმატებელი აღმოჩნდა – სამხრეთკორეელი და ამერიკელი სამხედროები ავრცელებენ.
აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში აფეთქდა.

ფხენიანს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდებს მოუხშირა. რამდენიმე დღის წინ, ამასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ მზად არის ფხენიანს სამხედრო პასუხი გასცეს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება რჩება მარტო იმ პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა აუცილებლად მოიტანს“ – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაგერმანიაში ათასობით გეის კომპენსაციას გადაუხდიან