ჩრდილოეთ კორეაში გენშტაბის ახალი მეთაური გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეამ ირიბად დაადასტურა არმიის გენშტაბის მეთაურად ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა.
თებერვლის დასაწყისიდან სამხრეთ კორეული მედია ჩრდილოეთ კორეელი გენშტაბის ხელმძღვანელის დახვრეტის შესახებ წერდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლი იენ გილი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციაში დაადანაშაულეს.
ფხენიანს დღემდე არ გაუკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, თუმცა დღეს ჩრდილო კორეულმა გამოცემა “ჰოდონმა” დაწერა, რომ გენშტაბის ხელმძღვანელია ლი მიენ სუ, რომელიც უკვე გამოჩნდა კიმ ჩენ ინთან ერთად სამხედრო წვრთნებში.
სამხრეთ კორეის ცნობით, 2011 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კიმ ჩენ ინი მოვიდა, ათობით სახელმწიფო პირი დაისაჯა სიკვდილით.

banner
წინა სტატიაშიქილერს ლავროვის გოგოსა და ცოლის მკვლელობა შეუკვეთეს
შემდეგი სტატიაჯებ ბუში საპრეზიდენტო მარათონიდან გავიდა