ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნილმა ამერიკულმა ავიამზიდმა გზიდან გადაუხვია

ამერიკული ავიამზიდი და მისი გამცილებელი დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცახდებით ჩრდილოეთ კორეის ნაპირებისკენ მიცურავდნენ, სინამდვილეში სხვა მხარეს მიდიან -წერს  “ბიბისი”.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის სარდლობამ განაცხადა, რომ ავიამზიდმა “კარლ ვინსონმა” და დამრტყმელმა ჯგუფმა, თავდაპირველად ავსტრალიელ სამხედროებთან ერთობლივი წვრთნები უნდა დაასრულონ.
ანუ, იმ მომენტში, როცა ტრამპმა გემების გაგზავნაზე გაასაჯაროვა, ისინი ჩრდილოეთ კორეიდან ავსტრალიისკენ მიცურავდნენ.
ჯერჯერობით, უცნობია, იყო თუ არა ეს შეგნებული ტყუილი, გეგმის შეცვლა თუ გაურკვევლობა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიმაშველები მტკვარში 5 დღეა მოკლული კაცის ცხედარს ეძებენ
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს