ჩრდილოეთ კორეამ “თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”

14281334_1106789002691111_1069028990_nჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, უკვე მეხუთე ატომური ბომბის გამოცდის შესახებ. დღესვე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ მათი შეფასებით, “კორეამ, თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”.
წუხელ აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა რაიონში 5,3 მაგნიტუდის სეისმოლოგიური აქტიურობა დააფიქსირა. სამხრეთ კორეელი სამხედროების განცხადებით, ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონა იყო.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბომბი ბალისტიკურ რაკეტაზე ქობინად შეიძლება დამონტაჟდეს.მეზობელმა იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მზადყოფნაში მოიყვანეს თავდაცვითი საშუალებები და ჩინეთთან ერთად ატმოსფეროში რადიაციის დონის შემოწმება დაიწყეს.ბირთვულ გამოცდასთან დაკავშირებით დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.ჩრდილოეთ კორეაში დღეს ქვეყნის დაარსების 68 წლისთავს აღნიშნავენ და რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდაც ამ თარიღს დაამთხვიეს.

6 სექტემბერს ფხენიანმა გაავრცელა, რომ კინ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა ბალისტიკური იარაღის გამოყენების წვრთნებს.

banner
წინა სტატიაშისადახლოში მოლდოვას მოქალაქე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაგალში, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს