ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – იაპონიის პრემიერ-მინისრმა სინძო აბემ განაცხადა. მისი თქმით, ოთხიდან სამი რაკეტა დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე დაეცა და იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ასცდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველა რაკეტა ტონჩხანის პროვინციიდან იქნა გაშვებული, რომელიც ჩინეთის საზღვართან მდებარეობს.
დეტალური ინფორმაცია რაკეტების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამხრეთკორეელმა სამხედროებმა, ასევე, არ დააზუსტეს, რამდენი რაკეტა დააფიქსირეს.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რაკეტები 12 თებერვალს გაუშვა. მას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. რაკეტების გაშვება წარმატებულად გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიეს არის ჩანაწერი, რომლითაც იხელმძღვანელებს სტრასბურგი- ნინო კალანადაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
შემდეგი სტატიაოჯახი ავღანეთიდან აშშ-ში დააკავეს იმის მიუხედავად, რომ მათ ვიზა ჰქონდათ