ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთ სასაათე სარტყელს გამოიყენებენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ ერთ სასაათე სარტყელს გამოიყენებენ – 4 მაისს ჩრდილოკორეულმა მედიამ გაავრცელა. ფხენიანი საკუთარ სასაათე სარტყელს 2015 წლიდან იყენებდა, რომელიც სამხრეთკორეულს 30 წუთით უსწრებდა. შაბათს, 5 მაისს ორივე კორეა ერთი დროით დაიწყებს მუშაობას. გარდა ამისა, ფხენიანმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას თხოვნით მიმართა სამხრეთ კორეაში ფრენების გახსნასთან დაკავშირებით. მიმდინარე მომენტში განცხადება “შესწავლის” პროცედურებს გადის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პირადი ექიმი გადადგა
შემდეგი სტატიასირიის დუმადან ნიმუშები ქიმიური ნივთიერების აკრძალვის ორგანიზაციის ოფისში გადაიტანეს