ჩრდილო კორეის ლიდერმა 7 წლის შემდეგ ქვეყანა დატოვა (ვიდეო)

რუსული РБК-ს ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, 2011 წლის შემდეგ, პირველად დატოვა საკუთარი ქვეყანა.
ფხენიანიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩასულ  ჯავშანმატარებელს, გავრცელებული ინფორმაციით კიმ ჩენ ინი ჩამოჰყვა.  სხვა დეტალები, ჩრდილო კორეელი ლიდერის ჩინეთში ვიზიტზე, ამ დრომდე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ იგივე მატარებლით, 2001 წელს ფხენიანიდან მოსკოვში იმგზავრა კიმ ჩენ ინის მამამ – კიმ ჩენ ირმა.

 

https://youtu.be/ncWszTXrqK8

banner
წინა სტატიაშიდევიდ ბოუის ძეგლს გახსნიდან 48 საათში ვანდალებმა საღებავი შეასხეს
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ ავად გახდა თუ სიმულიანტობს?