ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საბავშო ბაღი ექნება

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის, ლეშამგეს უბანში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით, აქტიურად მიმდინარეობს-ამის შესახებ “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე განცხადებით, სამუშაოები  ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ღირებულება შეადგენს 84 ათას 625 ლარს.
როგორც ფარცვანია აღნიშნავს,  ლეშამგეს უბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წლის მარტის ბოლოს დასრულდება. საბავშვო ბაღი გათვლილია 40-50 აღსაზრდელზე. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი-განაცხადა წალენჯიხის მერმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ჩვენი კოლეგის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ცოტა გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში