ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებისას ბრალდებული მიხეილ იაშვილი შეუძლოდ გახდა.
სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა.
ბრალდებულმა განაცხადა, რომ საუბარი უჭირს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო და ამის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც მიხეილ იაშვილის დედამ და მეუღლემ განაცხადეს, ბრალდებული არის შშმ პირი, ამასთან, მან დაკავების შემდეგ დაიწყო შიმშილობა, რის შედეგადაც რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ.

banner
წინა სტატიაშიბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს
შემდეგი სტატიაისნის გამგებელი – შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ