ჩოხატაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მოთხოვნით აქცია გამართა და ოზურგეთი-ჩოხატაურის საავატომობილო გზა გადაკეტა.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, რამდენიმე წელია სოფელის გაზიფიცირებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენ სოფელში ყველაფერი პრობლემაა, 67 წლის კაცი ვარ და არ არსებობს ამ სოფელში რაიმე საქმე მოგვარებულიყოს. სოფელი ორადა გაყოფილი, ზედა სოფელში ყველაფერია, ქვედა სოფელში არაფერი არაა. რამდენიმე წელია ვითხოვთ გაზს და ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. 150 ლარით ვიყოდოთ ყველაფერი? ხელისუფლება გვპირდება დღეს ხვალე და ამასობაში გავიდა რამდენიმე წელი. 21-ე საუკუნეში გაზს ვითხოვთ და არ გვაღირსეს, აწი მოკვდებით. შარშან დაგვპირდნებნ იქნება გაზიო და წელსაც იგივეს აკეთებენ. ვინც გამგეობაში მუშაობს იმათ აქვთ გაზი და ვინც არ მუშაობს არ გვაქვს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, არჩილ ჯანბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმედია ისლამური სახელმწიფოს მიერ რუსეთის 5 მოქალაქის მოკვლის შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიაპეტუხოვის ცოლმა ხადარკოვსკის სიკვდილით დასჯა მოითხოვა