ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა დევალვაციას აკეთებს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ

ექსპერტები მთავრობას ლარის მიზანმიმართულ გაუფასურებაში ადანაშაულებენ.

სპეციალისტების განცხადებით, მმართველი გუნდი დევალვაციას გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასატარებლად იყენებს. გარდა ამისა, ექსპერტები განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურება ემსახურება კონკრეტული ბიზნეს წრეების ინტერესებს.

„არანაირი საგარეო ფაქტორი, არც მაკროეკონომიკური ფაქტორი, არცერთი სხვა ფაქტორი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი გაუარესება უნდა იყოს. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს პროცესი შეთანხმებული მთავრობასთან, რომელიც დევალვაციას აკეთებს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ასევე ეძლევათ საშუალება კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფებს ამ ლარის გაუფასურებაზე ხელი მოითბონ,“-განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკის ბრალეულობაზეც მიუთითებს. პერსპექტივაში ექსპერტები ახალი წლიდან კომუნალური გადასახადების გაძვირებას და ინფლაციის ზრდას პროგნოზირებენ.

„თუ ასე გაგრძელდა ჩემი აზრით გაუჭირდებათ შეაკაონ ელექტროენერგიის და გაზის საფასური. ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში არასწორია და რასაც ვისმენთ ბოლო ხანებში ყველაფერი ალბათ ინვესტორებისთვის, ახალ გაურკვევლობებს აჩენს,“-აცხადებს გია ჯანდიერი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე :საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ, ვინაიდან ის დავით ნარმანიამ წარადგინა და ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო