“ჭკუით იყოს ივანიშვილი, შეიძლება მას საკუთარი ჭორვილა და მილიარდები მოენატროს”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, ეგზიტპოლების ომში ის იგებს, ვინც მას უკვეთავს.

“ამ ეტაპზე ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია აღარ ყავს. მადლობა იმათ ვინც განსაზღვრა, რომ ქვეყნის მომავალი და ბიძინა ივანიშვილი შეუთავსებადია. მეორე სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა. მესამე – ლეიბორისტული პარტია შესულია პარლამენტში. ამას ვასკვნი ჩემი რეიტინგიდან. საქართველოში ორივე რეჟიმი არჩევნების გაყალბებას სწორედ ეგზიტპოლებით იწყებდა და შემდეგ მითითებებს იძლეოდა. მოვუწოდებ დამკვირვებლებს, არ გატყდნენ. ჩვენ აღებული გვაქვს ძალიან ბევრი ხმა, პირველად მივემართებით პარლამენტში”- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლის 50 % არ გამოცხადდა, ეს პროცენტი კი ძალიან გაბრაზებულია ივანიშვილის დაპირებების შეუსრულებლობის გამო.

“ცოტა ჭკუით იყოს ივანიშვილი, თორემ მას შეიძლება მოენატროს საკუთარი ჭორვილა და საკუთარი მილიარდები”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ეს იყო ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ეგზიტპოლის შედეგებს არ ენდობა