ჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის 11-12 მარტის დაპირისპირების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. პატიმრობაში დატოვება ბრალდებულებმა და დაკავებულების ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიააფგან მუხტარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა