ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ?! – კახა კალაძე რატი გაჩეჩილაძეზე

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტსა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

კალაძე აცხადებს, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო და მასში არავინ ჩარეულა.

„სასამართლოაბსოლუტურად დამოუკიდებელია, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ერთი ადამიანი და ერთი კონკრეტული პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. შეგვიძლია გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი, დავითაშვილის ცემის ფაქტი და სხვა უამრავი. ასე რომ, სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, რომელშიც რატი გაჩეჩილაძე მონაწილეობდა, 7 იანვრის ღამეს, რესტორან „დაინინგ რუმსში“ მოხდა. გაჩეჩილაძეს საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ, 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაში(Video) სასტიკი მკვლელობები აფხაზეთში
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანების პრაქტიკა შეწყვიტოს