ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ჩხოროწყუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრი დაშავდა. როგორც ”თაიმერს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი სხვადასხვა ტრავმით ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმოგერინი ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ” ხალხს ისღა დარჩება, რომ პოროშენკოს გადადგომა მოითხოვოს” (video)