ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას საცხოვრებელი ბინა გაქურდეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. წაღებულია ძვირფასეულობა. შემთხვევა 16 მაისს მოხდა, თუმცა ფაქტი ამ დრომდე არ გახმაურებულა.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიდენდროლოგიური პარკში სამეგრელოდან კიდევ სამი ხის ტრანსპორტირება მოხდება
შემდეგი სტატია„ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრებს აშიშვლებდა და კარცერში ტოვებდა“ – ციხის ყოფილი თანამშრომლები ალაპარაკდნენ