ჩხარტიშვილ-ბედუკაძის ტანდემი-ელისო კილაძის სკანდალური აუდიო ჩანაწერები

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

kiladze„დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მივმართე ოფიციალური განცხადებით და გადავეცი ბედუკაძის მიერ ბელგიასა და საქართველოში უკანონოდ მოპოვებული რამდენიმე აუდიო ჩანაწერი, მათ შორის, ჩემი ჩანაწერი, რომელსაც ბედუკაძე უკანონოდ იწერდა „სკაიპის“ საშუალებით, ბელგიაში ყოფნისას. ასევე, საგამომძიებლო სამსახურის უფროსის ჩანაწერი, როცა ის უთანხმდება არჩილ კბილაშვილს განცხადების დეტალებზე,” – განუცხადა „თაიმერს“ „ქრონიკა +“-ის მთავრმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.
მისივე თქმით, ამ ჩანაწერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლადო ბედუკაძის განცხადება, რომ მისთვის სერგო თეთრაძის საქმე მეორეხარისხოვანია და აინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩილ კბილიაშვილი მის პირად საქმესთან დაკავშირებით.
„მთავარ პროკუროს, ასევე, გადავეცი კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ასახავს ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის შეხვედრას. ეს ჩანაწერი ბედუკაძის მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული და საუბარია იმ ფულზე, რომელიც ჩხარტიშვილმა ციხის სკანდალური კადრების ავტორს გადაუხადა. ამასთან, არის კიდევ სხვა აუდიო ჩანაწერი. მოგეხსენებათ, ციხის კადრებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დახურული იყო. პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის, ადვოკატებს არ უნდა გაეკეთებინათ კომენტარები. ლადო ბედუკაძემ კი სრულიად უკანონოდ ჩაიწერა სასამართლო პროცესი და ორი აუდიო ჩანაწერი ირმა ინაშვილს და გიორგი ლომიას პირადად გადასცა „ქრონიკა +“-ში გამოსაქვეყნებლად. ეს ის ახალი გარემოებებია, რომლებიც სრულიად საკმარისია ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად. ჩემთვის ეს მთავარი პროკურორის ტესტია. თუ ხელისუფლებას ექნება პოლიტიკური ნება, დაიწყოს გამოძიება, წარვუდგენ რამდენიმე მოწმეს, რომელიც პირადად ადანაშაულებს ბედუკაძეს წამებასა და არაადამინურ მოპყრობაში. ასევე, ადგილი ჰქონდა ბედუკაძის მხრიდან სექსუალურ ძალადობას. ამ მოწმეებს ამ დრომდე ჩვენება არ მიუციათ. თუ ბატონი შოთაძე დაიწყებს აღნიშნულ თემებზე გამოძიებას, მზად ვარ, პროკურატურას და გამოძიებას გადავცე ყველა ჩანაწერი – 5 ათასზე მეტი ფაილი, რომელიც უკანონოდაა მოპოვებული ვლადიმერ ბედუკაძის მიერ,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის თქმით, ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, ბედუკაძე მას არა მხოლოდ აწამებდა, არამედ, მასზე სექსუალურად ძალადობდა კიდეც.
„მყავს კონკრეტული პირი, მოწმე, რომელიც მზადაა, პროკურატურას მისცეს ჩვენება” – განუცხადა „თაიმერს“ ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ერთი-ორი ეპისკოპოსია ისეთი, როგორ გახდნენ ეპისკოპოსები, ვერაფრით ვერ ვხვდები”
შემდეგი სტატიაეს იყო სიყვარულით ნათქვამი – ლუკა კურტანიძე პატრიარქის განცხადების შესახებ საუბრობს