ჩიორა თაქთაქიშვილი : კობა ხაბაზს, ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქპოსტის გამო, გიგა ბოკერიამ საქმე გაურჩია

კობა ხაბაზი, თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე, ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი,
გიორგი ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი,გიორგი ბაბაკიშვილი, ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას, შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილი წერს. გარდა ამისა, ჩიორა თაქთაქიშვილის საუბრობს პარტიის არაფორმალურ მმრთველზე, როლმის დავალებითაც ზემოაღნიშნული პირები დაითხოვეს.

ჩიორა თაქთაქიშვილი თანაპრტიელ სერგო რატიანსაც მიმართავს.

“იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ? ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!
ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.
უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები. შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი”,-წერს თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო პასუხისმგებელია ქალთა მკვლელობების გარკვეულ რაოდენობაზე”-ბაია პატარაია
შემდეგი სტატიამეტროს სადგურებზე „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია