ჩიორა თაქთაქიშვილი: ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია დავალებად უნდა მიიღოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუციის მიღებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, როგორც დავალება ისე მიიღოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული დამოკიდებულება შეცვალოს.
„უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება ისე მიიღოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული დამოკიდებულება შეცვალოს“- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რეზოლუციის მიღება გუშინ მოხდა, რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად კრიტიკული რეზოლუციაში საქართველოც არის მოხსენიებული. შესწორება რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით შევიდა,

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: PACE-ს რეზოლუციაში საქართველოზე მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: თუ უშიშროების საბჭოს სხდომაა და თუ ცოცხალი ვარ, მე მგონი ქვეყანას სჭირდება გაფრთხილება