ჩინეთში წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობა ჩინეთში. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა გადასაადგილებლად ნავებს იყენებს. წყალდიდობის შედეგად ათასამდე სახლი დაინგრა, ასევე 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 20 ტურისტული ზონაა დაკეტილი.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიაცესკოს საინფორმაციო, სარეკომენდაციო განცხადება პოლიტიკური პარტიებისთვის