ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ორმა “მაგმა” ქალი ხის ქვაბში ცოცხლად მოხარშა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქალებს, რომლებიც საკუთარ თავს ჯადოქრებს უწოდებენ, მსხვერპლიდან ავადმყოფობის განდევნა უნდოდათ, რომლისგანაც ქალი წლების მანძილზე იტანჯებოდა.
გუშინ ავადმყოფი ქალის კივილის გაგონების შემდეგ მასთან მეზობლები მივიდნენ, მათ გადაწყვიტეს ქალისთვის ეშველათ და ადგილობრივი, თითქოსდა არაბუნებრივი ძალების მქონე ჯადოქრები მიიყვანეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სინამდვილეში ქალში ჩასახლებული ეშმაკი კიოდა და მის განსადევნად ავადმყოფი ქვაბში ჩასვეს და თავი დაუხურეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქალი გაანთავისუფლეს, ნახეს, რომ ქალს შავი ფერი ედო და ფეხზე ვერ იდგა.
ავადმყოფი ექიმების მოსვლისთანავე გარდაიცვალა.
ორივე “მკურნალი” პოლიციამ დააკავა.