ჩინეთში ქალმა შეცდომით ცოცხალი ქმარი გააგზავნა მორგში

ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში, მამაკაცი მორგში გარდაიცვალა, სადაც ცოლმა ის გააგზავნა როგორც მკვდარი – South China Morning Post-ი წერს. ქალმა თავისი ქმარი ვერ გააღვიძა ორი დღის წინ. რადგანაც მას კიბო ჰქონდა რთულ სტადიაში, ქალმა ჩათვალა, რომ მამაკაცი მოკვდა და მორგში გააგზავნა. რამდენიმე საათის შემდეგ, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა, რომლებიც ცხედარს დასაფლავებისთვის ამზადებდნენ და მაკიაჟს ადებდნენ, ნახეს, რომ ის ტუჩებს და ხელებს ამოძრავებდა. “მას შემდეგ, რაც აქ ვმუშაობ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ახლობლებს ჰგონიათ რომ მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. სანამ მორგში გამოაგზავნით თქვენს ნათესავს, პულსი გაუსინჯეთ და წნევა გაუზომეთ” – დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ამბობს, რომელმაც სამედიცინო სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმებმა მამაკაცს ცოცხალს ვერ მიუსწრეს – ის ნამდვილად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში კარაბინიერმა მორიგეობის შემდეგ ცოლს ესროლა და შვილები დახოცა
შემდეგი სტატიაბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია