ჩინეთში პროტესტების მიუხედავად ძაღლის ხორცის ფესტივალი დაიწყო

ჩინეთში პროტესტების მიუხედავად ძაღლის ხორცის ფესტივალი დაიწყო

9ძაღლის ხორცის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ჩინეთში ქალაქ იუილინში ტარდება, პროტესტის მიუხედავად, გაიხსნა.
ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი დაახლოებით 10 ათასი ძაღლის მოკვლას აპირებს სხვადასხვა კერძის დასამზადებლად.

ძაღლების მასობრივი დახოცვის მოწინააღმდეგეებმა 11 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით.
ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ ფესტივალს ოფიციალური მხარდაჭერა არა აქვს და ადგილობრივი ბიზნესმენების სახსრებით ტარდება.

ჩინურ ტრადიციულ სამზარეულოში ამბობენ, რომ ძაღლის ხორცი სიცხეებისგან იცავს.
ძაღლის ხორცი ამ რეგიონის ქვეყნებში ასობით წლის წინ გამოჩნდა რაციონში.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა
შემდეგი სტატიაFacebook-ის აქციონერებმა ცუკენბერგს უფლება დართეს საკუთარ კომპანიაზე კონტროლი შეინარჩუნოს