ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინზიანის პროვინციაში მომხდარი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგებმა 180-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქაშრაგის ოლქში, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქისრდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დღეს გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვას დაესწრება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ვენეციის კომისიას ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი გააცნობენ