ჩინეთში ელექტრო თვითმფრინავის ახალი მოდელი შეიმუშავეს

ჩინური რადიოს ცნობით, ჩინეთმა პირველი ელექტრო თვითმფრინავის გაუმჯობესებული ვერსია პირველად გუშინ, 1 ნოემბერს გამოსცადა.

ახალმა ელექტრო თვითმფრინავმა, წინათ დაფიქსირებული 45 წუთიანი ფრენის დრო ორ საათამდე გაზარდა.  ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ინფორმაციით, შენიანის ავიაციის უნივერსიტეტის მხრიდან დამზადებული ორ კაციანი RX1E-A სახელწოდების თვითმფრინავმა პირველი ფრენა უკვე განახორციელა. ახალი თვითმფრინავი, როგორც პილოტის ასევე მისი  უსაფრთხო დაშვებისთვის შესაბამისი პარაშუტითაც არის აღჭურვილი. აღნიშნულ თვითმფრინავს  საათში 160 კილომეტრი სისწრაფით შეუძლია ფრენა  და იგი ამჟამად პილოტების წვრთნის, ტურიზმის და საჰაერო ფოტოგრაფიის თვალსაზრისით უნდა იქნას გამოყენებული.

banner
წინა სტატიაშითალიბანის მეომრები ავღანეთის ხელისუფლებას იარაღით ბარდებიან
შემდეგი სტატიაპუტინი ერდოღანთან შეხვედრისთვის ემზადება