ჩინელი ცხოველების უფლებების დამცველები ყოველწლიური ძაღლის ხორცის ფესტივალის აკრძალვას ითხოვენ.
აქტივისტებმა უკვე 11 მილიონი ხელმოწერა შეაგროევს სპეციალური პეტიციისთვის. ფესტივალი ივნისის ბოლოს იუილინში, ქვეყნის სამხრეთით ტარდება.
ძაღლის ხორცის საჭმელად გამოყენება ჩინეთში ასობით წელს ითვლის, მას ჭამენ ასევე სამხრეთ კორეაში და რეგიონის მთელ რიგ ქვეყნებში.
უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყენაში მატულობენ რამდენიმე ჩინური ტრადიციული საჭმლის მოწინააღმდეგეები.
ძაღლის უფლებების დამცველები, სპეციალურად ყიდულობენ კიდეც ძაღლებს, ისინი ჭამისგან რომ იხსნან.