ჩინეთმა წყალბადის საწვავზე პირველი თვითმფრინავი გამოსცადა

ჩინელმა სპეციალისტებმა პირველად გამოსცადეს თვითმფრინავი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის საწვავის ელემენტებზეა – “ბიბისი” ჩუნურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საცდელი ფრენა ქალაქ სენიანში ჩატარდა, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. იტყობინებიან, რომ თვითმფრინავმა 320 მეტრამდე აფრენა შეძლო.

მანქანაში ჩადგმულია წყალბადის საწვავის ელემენტები, რომელსაც 20 კილოვატის გამომუშავება შეუძლია. ასევე, ბორტზე დამატებითი აკუმულიატორებია, რომელიც ფრენის დროს იმუხტება. გამომგონებლების თქმით, თვითმფრინავის გამოცდის განმავლობაში ატმოსფეროში საშიში ნაწილაკების გამოყოფა არ მომხრადა.
ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, რომელმაც წყალბადის ელემენტები გამოსცადა. მანამდე იგივე გააკეთეს აშშ-მ და გერმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ის რაიონული კონფერენცია ხულოში ინციდენტით დაიწყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში კარდაშიანის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს