ჩინეთმა გერმანიას მარქსის ძეგლი გადასცა

ჩინეთის მთავრობამ გერმანიას კარლ მარქსის დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად მოაზროვნის უზარმაზარი ძეგლი გაუგზავნა. თუმცა, მართალია, მსგავსი საჩუქარი ბევრ გერმანელს არ მოეწონა. გერმანიის პატარა ქალაქის ტრირის მთავრობამ თანხმობა განაცხადა 4,5 მეტრიანი სტატუეტის მიღებაზე, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სკულპტორმა ვუ ვეიშანმა გააკეთა. მარქსი ტრირში დაიბადა.
გერმანიაში კარლ მარქსის ფიგურაზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს, მაშინ, როცა ჩინეთში მისი ნამუშევრები ქვეყნის იდეოლოგიის საფუძველია. ძეგლი შაბათს, 5 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. მოქალაქეებმა, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებოდნენ, ძეგლის დადგმა გააპროტესტეს

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერი 9 მაისს მოსკოვს ეწვევა
შემდეგი სტატიალიტვა “გრუზიას” ოფიციალურად “საქართველოთი” ცვლის