ჩინეთმა გასვენებებზე ,,სტრიპტიზი,, უნდა აკრძალოს (ვიდეო)

ჩინეთში, ტაივანში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც სწამთ, რომ გარდაცვლილი ადამიანის გასვენებაზე რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უკეთ მოეწყობა მისი ბედი იმქვეყნიურ სასუფეველში…

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩინეთში და ტაივანში  2006 წლიდან, გასვენებებზე ხალხის მეტი რაოდენობის მოსაზიდად, მიცვალებულის ოჯახის წევრებმა ,,სტრიპტიზიორი,, ქალების მოწვევა დაიწყეს ეროტიული ცეკვების მოსაწყობად… მსგავსი შოუები იმდენად მომრავლდა ამ ქვეყნებში, რომ მსხვილი საქმოსნებიც კი დაინტერესდნენ ამ ბიზნესით.

მოგეხსენაბათ, რომ ტაივანისაგან განსხვავებით ჩინეთის ხელისუფლება კომუნისტურია და მათი იდეოლოგია, გასვენებებში ეროტიულ ცეკვებს, მოსახლეობის სოციალურ და მორალურ გახრწნად განიხილავს, მითუმეტეს, რომ ამ შოუებს მცირეწლოვანებიც ადევნებენ თვალს… ამიტომაც, ჩინეთის კულტურის სამინისტრომ ჩინურ შსს-სთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს გასვენებებში ეროტიული ცეკვები და მსგავსი დანაშაულის ჩამდენები მკაცრად დაისაჯონ.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისასწარფოდ: თერჯოლაში ჟურნალისტები დააკავეს
შემდეგი სტატიაბაგების სტუდქალაქი იწვის