ჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში დაადანაშაულა

ჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში დაადანაშაულა

ჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში დაადანაშაულაჩინეთმა აშშ სერიოზულ პროვოკაციაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ამერიკულმა ბომბდამშენებმა ბ-52 სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ჩინეთის კუთვნილ კუნძულებს გადაუფრინეს.
10 დეკემბერს ჩინეთის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი. მათ ამერიკულ თვითმფრინავებს გაფრთხილება გაუგზავნეს.
პენტაგონმა განაცხადა, რომ მომხდარს სწავლობს.

გუშინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ რეგიონში სიტუაციის განზრახ დაძაბვაში დაადანაშაულა.
Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულების რაიონში ორი ბ-52 დაფრინავდა, ერთ-ერთი მათგანი სპეციალურად გადაფრინდა კვარტერონის რიფზე, თუმცა, შესაძლებელია ეს ცუდი ამინდის გამო მოხდა.
ჩინეთის განცხადებით, მსგავსი ფრენები სერიოზული სამხედრო პროვოკაციის მატარებელი არიან და რეგიონში სიტუაციას ძაბავენ.
პეკინმა ვაშინგტონს მოუწოდა, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

banner
წინა სტატიაშისირიამ ისრაელის ავიადარტყმას ტერაქტი უწოდა
შემდეგი სტატიამოხსენება: ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად მინიმუმ 15 დაჯუფებაა მზად