ჩინეთის ბირჟები ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად ეცემა

დღეს, ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად აზიური ბირჟების ინდექსი კიდევ ერთხელ დავარდა.
დღის მანძილზე ინდექსი CSI300, რომელიც ჩინეთის 300 წამყვანი კომპანიების აქციის მაჩვენებელია, 6 პროცენტული პუნქტით დავარდა. ამდაგვარად, ძირითადი ჩინური ინდექსები 13 თვიან მინიმუმამდე დაეცა – აღნიშნავს Bloomberg.
ჩინეთის Shanghai Composite-ის მაჩვენებელი ვაჭრობის დახურვამდე 6,4%-ით გაიაფდა.
ჩინური ბაზრის მდგომარეობა იგრძნობა ტოკიოს ბირჟაზე, სადაც Nikkei-ის ინდექსი 2,4%-ით დაეცა, ჰონკონგში Hang Seng-ის ინდექსი 2,5%-ით გაიაფდა.
ექსპერტების თქმით, აქციების გაიაფება არა მხოლოდ ნავთობზეა დამოკიდებული, არამედ, ჩინეთის ინდუსტრიული მაჩვენებლის გაზრდასთანაც. ახალი წლის მისადგომებთან რამდენიმე დამოუკიდებელმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა, სადაც ჩინეთის მრეწველობის ვარდნა იწინასწარმეტყველეს.

banner
წინა სტატიაშიადლიაში 100-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება
შემდეგი სტატიამიგრანტების ცენტრის თანამშრომლის მკვლელობამ შვედეთი შეძრა