საკუთარი თავის მკვლელობისთვის მამაკაცმა ქილერს 11 ათასი დოლარი გადაუხადა

ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის პირმა საკუთარი მკლელობისთვის პროფესიონალი ქილერი დაიქირავა. შემთხვევა ქალაქ ჩჟენჩჟოუში მოხდა. The South China Morning Post-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს მამაკაცმა სიკვდილი გადაიფიქრა და ცივი იარაღით მიყენებული 12 ჭრილობის შემდეგ დახმარება ითხოვა.

ადგილობრივ საავადმყოფოში იგი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ჩინეთის პოლიციის ცნობით, ინციდენტი 2015 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. შშმ პირზე თავდამსხმელი დაკავებულია, მას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.

საკუთარი სიკვდილის დამკვეთი კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დამკვეთმა და ქილერმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს. მან ქილერს საკუთარი მკვლელობისათვის 11 ათასი დოლარი შესთავაზა.მსხვერპლმა ქვედა კიდურების პარალიზება რამდენიმე წლის წინ ავარიის შედეგად მიიღო.

banner
წინა სტატიაშიოლანდის გადაწყვეტილებით ტერორისტებს მოქალაქეობა არ ჩამოერთმევათ
შემდეგი სტატიაvideo-უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო „ნანუკას შოუში“