ჩინელებმა უზარმაზარი მამალი დაამზადეს, რომელიც ტრამპს ჰგავს

ჩინეთის შანსის პროვინციაში მდებარე ქალაქ ტაიუანში უზარმაზარი მამლის ძეგლი გამოჩნდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰგავს. უჩვეულო სკულპტურა ახალი წლის მისადგომებთან სავაჭრო ცენტრთან დადგეს. მამალი 2017 წლის სიმბოლოა.

როგორც ჩინურ მედიასთან სტატუეტის ავტორმა განაცხადა, მისი შთაგონების წყარო დონალდ ტრამპი იყო.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი პერიოდის მანძილზე დონალდ ტრამპმა არა ერთი ისეთი განცახდება გააკეთა, რომელმაც ჩინეთის მთავრობის განრისხება და შეშფოთება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშირუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” 7 წევრი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ
შემდეგი სტატიარუსული მხარე მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად იმუშაოს