ჩიკირბა: დიასპორა სულ უფრო მეტად გრძნობს თავის პოტენციალს

ჩიკირბა: დიასპორა სულ უფრო მეტად გრძნობს თავის პოტენციალს

ჩიკირბა: დიასპორა სულ უფრო მეტად გრძნობს თავის პოტენციალსაფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველმა თურქეთში,ალიასა საბუამ წარმატება უსურვა ახლად არჩეულ აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელს თურქეთში. მან ასევე რწმენა გამოთქვა, რომ ახმედ ხაპათი არ დაიშურვებს ენერგიას, აფხაზეთის ინტერესების და იმიჯის განვითარებისთვის და უსურვა წარმატებები ამ მიმართულებით.
ახმედ ხაპათი (ჯეილანი) – ეროვნებით აბაზინი, არის ამ ფედერაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. დღიდან დაარსებისა – 2014-2015 წწ. ის იყო ფედერაციის გენერალური მდივანი, შემდეგ მუშაობდა ორგანიზაციასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ.
ფედერაციის წინა ხელმძღვანელი იყო ჩენგიზ კოჩ აშუბა, რომელიც პრეზიდენტმა ხაჯიმბამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
არჩევნებს წინ უძღოდა პლენარული სხდომა, რომელზეც აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენლმა,ინარ გიცბამ აღნიშნა იმ დიდი როლის შესახებ, რასაც ასრულებს ფედერაცია აფხაზების ეთნოკულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად და აფხაზეთთან კავშირების გამტკიცებისთვის.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელოვაბა აქვს და ძალიან ვაფასებთ თანამემამულეების მზაობას, იყვნენ სასარგებლონი თავიანთი ისტორიული სამშობლოსთვის, რაც გულისხმობს საერთო ძალისხმევას მისი სოციალურ-ეკონომიური განვითარებისთვის, პოპულარიზებისთვის, ავტორიტეტის და პრესტიჟის გაძლიერებისთვის.“ – განაცხადა გიცბამ.
არჩევნებზე ჩამოვიდნენ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები მოსკოვიდან, ჩერკესკიდან, არჩევნებს ასევე დასწრო რუსეთის ვიცე -კონსული სტამბოლში იური მულინი.

banner
წინა სტატიაში“იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ანგარიშში დადებითად იქნება ასახული საქართველოს მიღწევები”
შემდეგი სტატია“საზოგადოება არის ორ ნაწილად გახლეჩილი” – ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ზე საუბრობს