ჩიკაგოში “ფეისბუქში” წამების” საქმეზე ოთხ ახალგაზრდას ბრალი წაუყენეს

ჩიკაგოს საგამოძიებო ორგანოებმა ოთხ ახალგაზრდას, ორ მამაკაცს და ორ ქალს, შშმ პირის გატაცებაში, სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ ბრალი. .
ბრალდებულები სასამართლოს წინაშე პარასკევს წარსდგებიან.

როგორც სამარტალდამცველები ავრცელებენ, მძევალზე დაცინვისა და წამების კადრების პირდაპირი ტრანსლირება ხდებოდა, ამასთანავე, დამნაშავეები პერიოდულად ყვიროდნენ რასისტულ ფრაზებს.
დაზარალებული 18 წლისაა. ის ერთ-ერთ ბოროტმოქმედს სკოლიდან იცნობდა. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ბერლინში: სამართალდამცველები ამრის 14 სახელით იცნობდნენ
შემდეგი სტატიაისრაელის დაზვერვა სათანამშრომლოდ ქალებს ეპატიჟება