ჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა

ფლომასტერი

ფლომასტერი20 იანვრიდან “ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გახდა ცნობილი.
“ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა.
“ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვა და სხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.
“როგორც ცნობილია მანგანუმის შენადნობები: ფერომანგანუმი, ფეროსილიკომანგანუმი და სილიკომანგანუმი ფოლადის გადამუშავებაში და წარმოებაში აუცილებელი კომპონენტია. მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისულმა სიტუაციამ მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გამოიწვია”, – აღნიშნეს “ჯორჯიან მანგანეზში”

banner
წინა სტატიაში“როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს,შეიძლება ბევრად უფრო მეტი უფლებები მინდოდეს”
შემდეგი სტატიაე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებამ რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა გამორიცხა