ჭიაბერაშვილი: მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის ზღვარი 100,000-დან 200,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი“გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილება. აუცილებელია დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100,000 ლარიანი ზღვრიდან 200,000 ლარამდე გაიზარდოს. ამ ზღვრის აწევა მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკუთარი ვერსია წარადგინა.
ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას რომ მცირე ბიზნესისთვის რეალური შეღავათის მიცემა უნდოდეს, მაშინ მიკრო ბიზნესისთის არსებულ შეღავათს – არ დაიბეგროს საერთოდ – გაავრცელებდა მცირე ბიზნესზე, როგორც ეს “ევროპული საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივაშია.
“იმ 1%-ის დატოვებით და არა განოლებით, როგორც ამას ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესზე კონტროლის ეს ზედმეტი მექანიზმი,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.
“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაშიBCG-კვლევა: ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებზე გიგი უგულავას 45% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს კი – 35.5%
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მზად ვართ ავტოფარეხების ადგილზე სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები გავაშენოთ