ჩერნოვეცკი პოლიტიკაში ბრუნდება

კიევის ყოფილმა მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განცხადება შეიტანა.

განცხადება საინიციატივო ჯგუფის სახელით, 9 აგვისტოს შევიდა.

“შემოსულია ხელმოწერები, ნარკოლოგიური ცნობა, საჭირო დოკუმენტაცია. დასარეგისტრირებლად საჭიროა პროცედურების გავლა”,- აცხადებენ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის შესახებ განცხადება, მიმდინარე წლის 13 მაისს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ქვრივიშვილმა გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნებოდა.

წყარო: www.pia.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითარის გამო არ იჭერენ
შემდეგი სტატიალაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები კი – 102 000 და 68 000 ლარს მიიღებენ