ჩერგოლეიშვილმა კვირიკაშვილი მოღუღუნე მტრედს შეადარა

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

„ამ პრობლემების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი. ყველა პრობლემა, რაც იყო ღარიბაშვილის დროს, არის კვირიკაშვილის დროსაც და არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა არჩევანში.

ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის, რისკზე წავიდეს, რადგან იცის, რომ არჩევნებს რუსთვი2-თან ერთად ვერ მოიგებს, ვითარების შეცვლა კი გიორგი კვირიკაშვილს არ შეუძლია.

„ჩემს ფანჯარასთან მტრედი რომ ზის, ისე ღუღუნებს და გმობს ძალადობას. ყველაფერზე გვეთანხმება, მაგრამ კეთდება აბსოლუტურად საპირისპირო, რადგან ის არის მარიონეტი. არაფერი შეცვლილა მისი მოსვლის შემდეგ,“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწვენის დაღვრის გამო დაწყებული ჩხუბისას 2 წლის გოგონას ესროლეს
შემდეგი სტატია(video) ,,თუ ვინმე გეტყვით, რომ ხართ ილია, ან აკაკი, ან ვაჟა, ან ბარათაშვილი, სასწრაფოდ გააგდეთ”