,,ჩემთვის ეს გარდაცვლილი სასამართლო კიდევ ერთხელ გარდაიცვალა”

„ჩემთვის ეს გარდაცვლილი სასამართლო კიდევ ერთხელ გარდაიცვალა“, – განაცხადა ადვოკატთა ადოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. მისი თქმით, არ შეიძლება იმის საღად შეფასება, რაც გააკეთა ურთმელიძემ.

„ჩვენ მივდივართ ჭაობისკენ და ამ ჭაობიდან გამოსასვლელი გზა უფროდაუფრო ვიწროვდება. რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, თავიდანვე ვამბობდი, რომ იყო პოლიტიკური პროცესი და ამას ჰქონდა რამდენიმე წინაპირობა.

როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაშინდელი პრემიერმინისტრი პირდაპირ ამბობდა, რომ ეს არის სიცრუის ტელევიზია. შემდეგ, როდესაც უკვე აღარ არის ის პრემიერმინისტრი, თავის გამოსვლებს ყოველთვის იწყებდა რუსთავი 2-ის კრიტიკით.

ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევა და ასევე, როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ რუსთავი 2-მა დაიწყო კონცერტების გამართვა და იქ მიდიოდა 50 ათასი კაცი და თავად 50-100 კაცამდე აგროვებდა ანალოგიურ კონცერტებზე, აქეადნ გამომდინარე ხელისუფლება წავიდა ძალიან ბინძური გზით და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს შეასრულა ურთმელიძემ“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისხვა ვარიანტში ჩვენ ევროინტეგრაციასა და მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება
შემდეგი სტატიარას ურჩევს გია ყარამანიშვილი მოსამართლე ურთმელიძეს