“ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ”თავისუფალი დემოკრატების” და სხვა პარტიების მუდმივი კრიტიკით ის ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ეხმარება.

“ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ფაქტი ერთია – ივანიშვილმა აღიარა, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” ძლიერი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ ქვეყნის გაძღოლა და უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია”- აღნიშნა ალასანიამ და იქვე დასძინა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭორაობს.

“ამ ჭორაობით ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. მას ეს არ გამოუვიდა ადრე და არ გამოუვა ახლაც. ”თავისუფალი დემოკრატები” ვართ ძლიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. თუ შეცდომაზეა საუბარი, მართლაც უდიდესი შეცდომა და შავი ლაქა ივანიშვილს და ღარიბაშვილს აქვთ, რომ მათ ჩემთან ბრძოლაში დააზიანებს საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა და ჩემთან ბრძოლაში 5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი დაინახავს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ერთგული პრინციპების და რომელმა დაკარგა სახე”, – აღნიშნა ალასანიამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საკუთარ მეორე არჩევანზე საუბრობს. ქუთაისის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მისი მეორე არჩევანი შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ამ პარტიას აქვს საგარეო კურსი, რომელიც თანხმობაში მოდის მმარეთველი გუნდის კურსთან.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: დავით უსუფაშვილმა თუ რამე იცოდა და ხალხს უმალავდა, სირცხვილია
შემდეგი სტატია(ვიდეო) მაია ფანჯიკიძე: არასდროს ვიტყოდი იმას, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე მნიშვნელოვანია