ჩემს შვილს არასდროს საქმე არ ქონია სამართალდამცავ ორგანოებთან და არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

ჩემს შვილს არასდროს საქმე არ ქონია სამართალდამცავ ორგანოებთან და არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს- “ენმ”-ს დღევანდელ განცხადებას და ბრალდებას ირაკლი სესიაშვილი პასუხობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სიბინძურეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს უშუალოდ მის წინააღმდეგაა მიმართული. “ტვ პირველზე “დღის ამბები” დიანა ტრაპაიძესთან ერთად, პირდაპირ ეთერში საუბრისას სესიაშვილი ადასტურებს, რომ მისი შვილი სუს-ში მართლაც მუშაობს, თუმცა ინფორმაცია, რომ ის კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს- ტყუილია.

“აქ შემთხვევასთან და ფაქტთან არა გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სიბინძურესთან. რა ხასიათიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად ის აშკარა გამოვლინებაა ამ შემთხვევაში ეს ცილისწამება. ჩემი შვილი არის უწესიერესი, განათლებაზე, სწავლაზე, პრფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. 1 თვის წინ მართლაც დაიწყო სუს-ში მუშაობა 6 თვიანი ხელშეკრულებით იმის გამო, რომ მას აქვს ინტერესი, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს, რისი უფლებაც მას აქვს. და სავარაუდოდ სწორედ იმის დემონსტრირებისათვის, რომ ჩემი შვილი მუშაობს და ეს სიმართლეა, ამას ნაციონალურმა მოძრაობამ მიაბა ტყუილი, რომ საზოგადოებაში რაღაცა უარყოფითი განწყობები ჩამოაყალიბოს ჩემს წინააღმდეგ…” აცხადებს სესიაშვილი. მისივე თქმით, ეს ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება და სასამართლოს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიდამალა თუ არა შოთაძემ და გომელაურმა სესიაშვილის შვილის დანაშაული-ენმ-ს სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაგანცხადება სასულიერო პირების პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობის თაობაზე