ჩემი შვილის დაკავებას ესწრებოდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი – კილაძე პროკურატურამ დაკითხა

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორმა თბილისის პროკურატურას დღეს ის მასალები გადასცა, საიდანაც მისი თქმით ჩანს, რომ მისი შვილის დაკავებას რამდენიმე პოლიციელთან ერთად ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. კილაძე მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს.

„ჩემი შვილის დაკავება მოხდა არა იმ ვითარებაში და არა იმ გარემოებაში, რომელიც არის აღწერილი მისი დაკავების ოქმში, არამედ დაკავებას ესწრებოდა არა ორი, არამედ ბევრი პოლიციელი და დაკავებისას იქ იმყოფებოდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი,“- განაცხადა ელისო კილაძემ, რომელიც დღეს თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა და მისი დაკითხვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა პოლიციელებზე – ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, სუს-მა „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავა