“ჩემი შვილი თქვენი მძევალია, არ მეშინია”- კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას მოითხოვს, ბრალდება კი დაცვის მხარის ვარაუდით, დაპატიმრების შუამდგომლობას დააყენებს. მას ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლიდანაც თითქოს ერთ-ერთმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, წავიდა რამდენიმე თანამშრომელი, დააკავეს და მას ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ამ მტკიცებულებებით თუ უნდათ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ეს საკმაოდ გაუჭირდებათ,“ – განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

თავად ელისო კილაძე კი შვილის დაკავებას საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.

„8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, ქრონიკა პლუსი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს “პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება