“ჩემი მოთხოვნაა, სასტიკად დაისაჯოს სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ” – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ- აცხადებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.
“მე იმ ღამითაც განვაცხადე, მისამართი ხომ არ შეგეშალათ, რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ,“ – აცხადა მედიკო მარგოშვილი.
მაჩალიკაშვილი ამ დროისათვის თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის გუშინ, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იევ მძმეა:
“საკმაოდ მძიმე ტრავმაა, იმყოფება მონიტორულ კონტროლზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ძალიან ადრეა პროგნოზების გაკეთება, ყოველ შემთხვევაში რაიმე დამაიმედებლის თქმა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არ არის გაუარესება, მაგრამ არც სტაბილურად არის,“ – აცხადებს ექიმი კახა ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის სარჩელზე უარს მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმე – საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას აქვეყნებს